აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება (გემბლინგი), პათოლოგიური - (F63.0), (gambling, pathological) აზარტულ თამაშებში ხშირი, განმეორებითი მონაწილეობა, რომელიც პაციენტის ცხოვრების დომინირებულ ინტერესს წარმოადგენს, რითაც საკუთარ სოციალურ, პროფესიულ, მატერიალურ და საოჯახო ფასეულობებს ზიანს აყენებს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)


აზარტული თამაშით გატაცება მიჩნეულია პათოლოგიურად, როდესაც ის ხშირად მეორდება და დომინირებს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი აგრძელებეს თამაშს მაშინაც კი, როცა მას აღარ შეუძლია ვალების გადახდა. ადამიანი იტყუება, იპარავს, თაღლითობს იმისათვის, რომ იშოვოს ფული, ან თავი აარიდოს მის გადახდას. მისი ცხოვრება ამ დამღუპველი ჩვევითაა წარმართული. ადამიანს შეიძლება აერიოს ოჯახური ცხოვრება, გაუფუჭდეს სოციალური ურთიერთობები და მისი სამსახური რისკის ქვეშ დადგეს.

პათოლოგიურ აზარტულ მოთამაშეებს აქვთ თამაშის ინტენსიური მოთხოვნილება. ამ მოთხოვნილების გაკონტროლება ძალიან რთულია. ისინი მუდმივად თამაშზე ფიქრით არიან შეპყრობილნი, ისევე, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი შეპყრობილია სასმელზე ფიქრით. ხშირად ადამიანი თამაშობს ძალიან დიდ თანხაზე იმისათვის, რომ გაზარდოს აზარტი, მღელვარება ან ცდილობს აანაზღაუროს წინა წაგება. თუ მოხდა აზარტული თამაშის პრევენცია, ადამიანი ღიზიანდება და კიდევ უფრო შეპყრობილი ხდება ამ ქცევით.

მოცემული ქცევის პატერნებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ქცევის პატერნებს შორის მსგავსებამ გააჩინა მოსაზრება, რომ პათოლოგიური აზარტული თამაში თავად არის ადიქციური ქცევის ფორმა. პათოლოგიური აზარტული მოთამაშეების თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაციამ აჩვენა ფუნქციური ანომალიები დაჯილდოების მეზოლიმბურ გზებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, იცვლება წამალდამოკიდებულებაში ჩართული პროცესების ზეგავლენით (Goudriaan et al., 2004).

პათოლოგიური აზარტული თამაშის გავრცელების ხარისხი არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ის უფრო ხშირია მამაკაცებში. მოთამაშეების უმეტესობა, რომლებთანაც ფსიქიატრები მუშაობენ, ზრდასრული ადამიანები არიან, თუმცა, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები სულ უფრო დიდი რაოდენობით ერთვებიან ამ პროცესში (ძირიათადად, თამაშობენ გასართობ ცენტრებში სათამაშო მანქანებზე). პათოლოგიურმა აზარტულმა თამაშმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქცევა, რომელსაც მოთამაშე სასამართლომდე მიჰყავს (მაგ., თაღლითობა, ან ფულის მოპარვა, რაც, ხშირად, თან ახალავს აზარტულ თამაშს). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები