ათაცაბარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათაცაბარა - აფხ. „რძლის ნახვა, გადანახულება“ . ქორწილის დროს პატარძლის მონახულება ამჰარაში. ამ დროს პატარძალი ამჰარის ერთ კუთხეში იდგა, ჩადრჩამოფარებული. სტუმრები, რომელთაც პატარძლის ნახვა უნდოდათ, ამჰარაში შედიოდნენ, საჩუქრები მიჰქონდათ და იქვე აწყობდნენ. ამის შემდეგ მათ ჩადრის ახდის უფლება ჰქონდათ, რომ პატარძლის სახე დაენახათ.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები