აკარაპიდოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Akarapi.PNG

აკარაპიდოზი - ფუტკრის დაავადებაა, თან ახლავს ფუტკრის ოჯახების დასუსტება და დაღუპვა. აღმძვრელი ტკიპია. ჯანსაღ ოჯახში ხვდება ფუტკრის ქურდობისა და ხეტიალის პერიოდში. ცხოვრობს მხოლოდ ფუტკრის სხეულში. სასუნთქიდან აღწევს მკერდის ტრაქეებში და იქ მრავლდება.

დაავადების ნიშნები - ფუტკრის ფრთები გადმობრუნებული და განზე გაწეულია. დაავადება შესამჩნევია პირველი საგაზაფხულო გამომწერების დროს. ფუტკარი ცდილობს აფრენას, ეცემა და საფუტკრეში დაცოცავს. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

ბრძოლის ღონისძიებები - საფუტკრეს კარანტინს ადებენ. თუ დაავადება აღმოჩენილია ფუტკრის ერთ ან ორ ოჯახში, მათ სპობენ. სამკურნალწამლო საშუალებებს იყენებენ აეროზოლის სახით. მკურნალობის წინ ბუდეს რამდენადმე აფართოებენ. დამუშავებას ატარებენ საღამოს ფუტკრის დაბრუნების შემდეგ. პრეპარატის შეტანის შემდეგ სკას მჭიდროდ ხურავენ, ღრიჭოებს თიხით ლესავენ.

კარგ შედეგს იძლევა წამლით გაჟღენთილი, მუყაოს პატარა ზოლების სახით გამოშვებული პრეპარატი ფოლბექსი. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად საჭიროა 8 ზოლი. ყოველი 7 დღის შემდეგ თითო მბოლავი ზოლი სკაში საფრენიდან შეაქვთ და ღრიჭოებს თიხით ლესავენ. ამ პირობებში ოჯახს 30 წუთს ამყოფებენ. ასევე აყენებენ ეთერსულფონატისა და ეთილდიქლორბენზილატს, იმ განსხვავებით, რომ ფუტკარს სკაში ამყოფებენ 2 საათით.

თერმიული აბების სახით უშვებენ თედიონს. აბს ათავსებენ ლითონის ნახვრეტიან ფირფიტის ცენტრში, აბის ნაპირებს ქვემოდან ცეცხლს უკიდებენ. ფირფიტა გაღვივებული. პრეპარატით სკაში საფრენიდან შეაქვთ და ძირზე დებენ, რის შემდეგ საფრენს ხურავენ 5-7 საათით. მკურნალობის კურსზე საჭიროა. 10 აბი, თითო ცალი დღეგამოშვებით.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები