აკვარელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერ დელონე. HOMAGE TÔ BLÉRIOT, 1914; ქაღალდი, აკვარელი, 78X67სმ. პარიზის ახალი ხელოვნების მუზეუმი

აკვარელი – (იტალ. acquerello),

1. გამჭვირვალე საღებავები, რომლებიც საღებავების ფენიდან ქაღალდის გამოჭვირვისა და კოლორიტის სიფაქიზის, სიმსუბუქის მიღწევის საშუალებას იძლევიან.

გამოყენებისას საღებავებს — ხსნიან წყალში. იხმარება ფერად ტუშთან, გუაშთან, ტემპერასთან შეხამებითაც. შემაკავშირებელ ნივთიერებას წარმოადგენს მცენარეული წებო, რასაც ხშირად უმატებენ გლიცერინს, სანთელს ან თაფლს.

2. აკვარელური ფერწერა, ფერწერის სახეობა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები