ალარკონი ხუან რუის დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუან რუის დე ალარკონი

ხუან რუის დე ალარკონი − (დ. 1580, ტასკო, მექსიკა — გ.1639, მადრიდი), ესპანელი დრამატურგი.

ხუან რუის დე ალარკონი წარმოშობით მექსიკელი გახლდათ. საუნივერსიტეტო განათლება მან ესპანეთში 1602 წელს დაასრულა. ჯერ ვექილად მუშაობდა სევილიაში, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1614 წელს ისევ ჩამოვიდა ესპანეთში და სამეფო კარზე დაიწყო მუშაობა. დასახლდა მადრიდში.

ხუან რუის დე ალარკონმა თავისი ძალები დრამატურგიის სხვადასხვა ჟანრში სცადა. მის სახელს ეკუთვნის პიესები: „ფეიქარი სეგოვიიდან” და რელიგიური დრამა „ანტიქრისტე”. ყველაზე დიდი პოპულარობა მას მაინც კომედიებმა მოუტანეს. მაგ,: „თავის თავის მსგავსი”, „კედლებსაც ასხია ყურები”, „ქმრების გამოცდა”, „ცუდი არ არის უსიკვდილოდ”. 1621 წელს დაწერა „საეჭვო სიმართლე”. ლიტერატორები თვლიან, რომ სწორედ ამ პიესამ დაუმკვიდრა დრამატურგს თავისი ადგილი ესპანეთის დიდ დრამატურგთა შორის. საფრანგეთის ერთ-ერთი გამოჩენილი დრამატურგი პიერ კორნელი ხუან რუის დე ალარკონის ამ პიესაზე წერდა: „ამ კომედიის სიუჟეტი იმდენად გონებამახვილურია და ისე კარგადაა დამუშავებული, რომ ჩემს ორ საუკეთესო ნაწარმოებს გავიღებდი იმისათვის, რომ მე ვყოფილიყავი ამ კომედიის შემქმნელი”.

მარიკა მამაცაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები