ალბიქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბიქა (ინგ. Альбика) – ინგუშურ ნართულ თქმულებათა ეპიზოდური პერსონაჟი, ოხქირ კანთის ულამაზესი ცოლი, რომელიც ნართორსთხოელ სესქა სოლსა შეუყვარდება და მის დაუფლებას ცდილობს. დიდხნს ატყუა ალბიქამ ქმრის მეგობარი, მაგრამ ვერაფრით ჩამოიშორა; ბოლოს, ოხქირ კანთის არყოფნის ჟამს, იგი სახლში დაიბარა და თავის რძეზე მომზადებული კერძით გაუმასპინძლდა. ამ ნიადაგზე, ვაინახური წესის თანახმად, ალბიქა და სესქა სოლსა „დედა-შვილი“ გახდნენ და ამ უკანასკნელმა თავის განზრახვაზე საბოლოოდ უარი თქვა.




ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 1. Нальчик, 2003.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები