ალდართა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალდართა (ოს. Æлдæрттæ. მხ. რ. æлдæр – „ბატონი“, „თავადი“) – ნართული ეპოსის პერსონაჟები, რომლებთანაც ნართებს ძირითადად მტრული დამოკიდებულება აქვთ. ნართების ბრძოლა ალდარებთან არის მდიდარი ფეოდალური ფენის დაყაჩაღების მიზნით წარმოებული ბრძოლა, მაგრამ ასეთი კონფლიქტური უთიერთობის საფუძველს, როგორც ჩანს, წარმოადგენს ნართული საზოგადოების სამხედრო-გვაროვნული წესრიგის შენარჩუნებისათვის ზრუნვა.

ალდარები წარმოადგენდნენ თაგაურთა საზოგადოების უმაღლეს ფეოდალურ ფენას, რომელიც თერთმეტ გვარს (ალდათოვი, ჯანტიევი, დუდაროვი, ესენოვი, კანუკოვი, კუნდუხოვი, მამსუროვი, ტუგანოვი, ტულათოვი, თხოსთოვი, შანაევი) ითვლიდა. თაგაურელი ალდარები თავიანთი სოციალური სტატუსით დიგორელ ბადელიათებთან შედარებით დაბლა იდგნენ. ისინი ძირითადად ერთმანეთში ქორწინდებოდნენ; ზოგჯერ ცოლად ირთავდნენ ყაბარდოული, ბალყარული, ინგუშური პრივილეგირებული გვარების, იშვიათად ბადელიათების ქალიშვილებს; ნომილუსების სახით მოჰყავდათ მათზე დამოკიდებული გლეხებისა და სხვა თაგაურელი ალდარების ქავდასარდების ქალები.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები