ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება - მრავალ საზოგადოებაში ალკოჰოლის მოხმარება არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ ზოგჯერ წახალისებულიცაა დახვეწილი მარკეტინგული ტექნოლოგიების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, სასმელის მოხმარების ის დონე, რომელიც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას შეესაბამება, გარკვეულწილად პირობითი ცნებაა. ჩვეულებრივ, ის განისაზღვრება მოხმარების დონით, რომლის დროსაც მაღალია ალკოჰოლით გამოწვეული სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოცენების რისკი და გამოიხატება ერთეულებში, რომლებიც ინდივიდის მიერ ერთი კვირის მანძილზე მოხმარებულ ალკოჰოლს შეესაბამება (Austoker, 1994) (იხილეთ ცხრილი 1).

თუმცა, სავარაუდოა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ალკოჰოლდამოკიდებული. აშკარად გამოხატული ინდივიდუალური განსხვავებების გამო, შეუძლებელია ალკოჰოლის უსაფრთხო მოხმარების ზუსტი ზღურბლის დადგენა. მიუხედავად ამისა, ქალები მამაკაცებზე უფრო სენსიტიურები არიან ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების მიმართ.

ცხრილი 1 ალკოჰოლის მოხმარება და მასთან დაკავშირებული სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების აღმოცენების რისკი
ალკოჰოლის მიღება (ერთეულები/კვირა პრობლემების აღმოცენების რისკი
  • მამაკაცი 0 - 21
  • ქალი 0 - 14
დაბალი
  • მამაკაცი 22 - 50
  • ქალი 15 - 35
გაზრდილი, განსაკუთრებით მწეველებთან
  • მამაკაცი > 50
  • ქალი > 35
მაღალი, განსაკუთრებითმწეველებთან


იმისთვის, რომ ტერმინი „ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება“, გასაგები და მისაღები გახდეს, აუცილებელია განვმარტოთ ის ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მისი შეფასება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ საყოველთაოდ მიღებულ საზომს წარმოადგენს პინტა (0.57ლ) ლუდი ან ერთი ჭიქა ღვინო. ამგვარი საზომის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ყველასთვის გასაგებია. თუმცა, ეს საზომი ზუსტი არ არის, რადგან ლუდი და ღვინო სხვადასხვა სიმაგრის შეიძლება იყოს (იხ. ცხრილი 2). გარდა ამისა, მოხმარება იზომება ალკოჰოლის გრამებში გამოხატული რაოდენობით. ასეთი საზომი ზუსტი და სასარგებლოა მეცნიერული მუშაობის დროს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ძნელია მისი დაკავშირება ალკოჰოლის ყოველდღიურ მოხმარებასთან.

სწორედ ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემოღებულ იქნა ალკოჰოლის ერთეულის ცნება. ალკოჰოლის ერთეული დაახლოებით 8 გრამ ალკოჰოლს შეადგენს. იგი შეგვიძლია ალკოჰოლის ყოველდღიურ მოხმარებას შევუფარდოთ, რადგან ის შეესაბამება ნახევარ პინტა ლუდს, ერთ ჭიქა სუფრის ღვინოს, ერთ ჩვეულებრივ ჭიქა ხერესს ან პორტვეინს და ერთ ულუფა მაგარ სპირტიან სასმელს ბარში. ის ასევე შეიძლება შევუფარდოთ ალკოჰოლის საშუალო რაოდენობას (იხ. ცხრილი 2). ამგვარად, ამ საზომის მიხედვით, ერთი ქილა ლუდი (450 მლ) შეიცავს დაახლოებით 1.5 ალკოჰოლის ერთეულს, ერთი ბოთლი სუფრის ღვინო - დაახლოებით 7 ერთეულს, ერთი ბოთლი მაგარი სპირტიანი სასმელი კი - დაახლოებით 30 ერთეულს.

ცხრილი 2 ალკოჰოლის შემცველობა

ზოგიერთ სასმელში

სასმელები ალკოჰოლის
მიახლოებითი

შემცველობა (%)

ალკოჰოლის
რაოდენობა

სტანდარტულ საზომში
(გრამი)

ალკოჰოლის ერთეულების
რაოდენობა სტანდარტულ საზომში
(მიახლოებითი)
ჩვეულებრივი ლუდი 3% 16 გრ. პინტაში*

12 გრ. ქილაში

2 ერთ. პინტაში

1.5 ერთ. ქილაში

მაგარი ლუდი 5.5% 32 გრ. პინტაში

24 გრ ქილაში

4 ერთ. პინტაში

3 ერთ. ქილაში

ძალიან მაგარი ლუდი 7% 40 გრ. პინტაში

32 გრ. ქილაში

5 ერთ. პინტაში

4 ერთ. ქილაში

სიდრი 6 32 გრ. პინტაში 4 ერთ პინტში
ღვინო
სუფრის ღვინო 8-10% 8 გრ. ჭიქაში

56 გრ. ბოთლში

1 ერთ. ჭიქაში

7 ერთ. ბოთლში

შემაგრებული ღვინოები

(ხერესი, პორტვეინი, ვერმუტი)

13-16% 8 გრ. ულუფაში

120 გრ. ბოთლში

1 ერთ. ულუფაში

15 ერთ. ბოთლში

მაგარი სპირტიანი სასმელები

(ვისკი, ჯინი, ბრენდი, არაყი)

32% 8-12 გრ. ულუფაში

240 გრ. ბოთლში

1-1.5 ერთ. ულუფაში

30 ერთ. ბოთლში

*1 პინტა = 473 მლ

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები