ალონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალონ-ი(ოს. Аллон), ოსურ ცარციათულ თქმულებებსა და ჯადოსნურ ზღაპრებში უცხო გმირის აღმნიშვნელი ტერმინი. როდესაც ვაიგები (დევები) ან ადამიანები ვერ ხედავენ გმირს, მაგრამ გრძნობენ მის სუნს, ამბობენ: „აქ ალონ-ბილონით ყარს“, „ალონ-ბილონის სუნი მცემს“ (შდრ. აფხაზური ნართული ეპოსისა და ზღაპრების კაციჭამია-გოლიათები, რომელთაც „აფხაზის სუნი“ სცემთ). რამდენადაც აზრობრივად თვით გმირის ხალხზეა საუბარი, სპეციალისტების აზრით, სიტყვა „ალონი“ წარსულში ოსების ერთ-ერთი ავტოეთნონიმი უნდა ყოფილიყო; მიაჩნიათ, რომ „ალონი“, რომელიც ზოგჯერ „ბილონის“ გარეშეც გვხვდება (ეს უკანასკნელი აშკარად ხმაბაძვითი ტერმინია), გვიანდელი ფორმაა უფრო ადრეული „ალან“ ფორმისა.


ლიტერატურა

ოსური თქმულებები. მასალები შეკრიბეს და წიგნი შეადგინეს ნ. ბეპიევმა და ნ. პოპიაშვილმა. ოსურიდან თარგმნა ნ. ბეპიევმა. თბ., 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები