ალტერნატიული სამსახური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალტერნატიული სამსახური - სამსახური იარაღის გარეშე, მოქალაქეების აუცილებელი სახელმწიფო სამსახური, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით სამხედრო სამსახურს ცვლის.

გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, სადაც შემორჩენილია საყოველთაო სამხედრო ვალდებულება (ბეგარა). სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება იყოს რელიგიური და ზნეობრივი მრწამსი, რომელიც არ ეთანხმება იარაღის გამოყენებით ძალადობას. ალტერნატიული სამსახურის გავრცელებული სფეროებია: სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სამოქალაქო თავდაცვა, სახანძრო დაცვა და სხვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები