ალფენიძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფენიძე ვლადიმერ– (1937 – 2002), ქართველი მწერალი პოეტი. დაიბადა სოფელ ოტობაიაში (გალი). დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის გალის რაიონის პირველ მდივნად, გაზეთ „მებრძოლი გუშაგისა” და „ბოევოი სტრაჟის” რედაქტორად, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანაშემწედ. 1986-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. პირველი პოეტური ნაწარმოები „საახალწლო ზღაპარი” გამოაქვეყნა 1954 წელს, პირველი წიგნი – ლექსების კრებული „მთები და სიჭაბუკე” – 1963 წელს. მისი მხატვრული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობების კრებული „ოცდაცამეტი მზის სახოვანი ბრძენი იაკობი” (1976), რომანები: „ცურტავის ზარები” (1978), „სიყვარული და უკვდავება” – ტრილოგია: „დუელი მგლის ველზე” (1980), „მწვერვალები და უფსკრულები” (1981), „სიკვდილი ქრისტეს ასაკში” (1982). რომანების, ლექსებისა და მოთხრობების კრებული – „საწუთრო” (1988), პუბლიცისტური წიგნები „პორტუგალიური დღიურები” (1979), „ბრაზილიური დიალოგები” (1980).


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები