ამგალი-ერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამგალი-ერდი (ჩეჩნ. Амгали-ерды – „ამგალის სალოცავი“) – ჯეირახის ხეობაში მცხოვრები ერთი ჩეჩნური გვარის სალოცავი. ამ სალოცავის შესახებ ცნობები ძალზე მწირი და ფრაგმენტულია. „ამგალი“ არის სახელწოდება მთის მწვერვალზე არსებული იმ ადგილისა, სადაც თუშოლის სალოცავი მდებარეობდა. სწორედ აქ ლოცულობდნენ ამგალი-ერდის სახელზე (საკუთრივ ინგუშებს ამგალიერდის სპეციალური სამლოცველო არ ჰქონიათ). როგორც ჩანს, ამგალი-ერდის ქვეშ ადგილ ამგალში არსებული თუშოლის სალოცავი იგულისხმება.


ლიტერატურა

  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები