ამინდის დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამინდის დაზვერვა (მეტეოროლოგიური დაზვერვა), ინსტრუმენტული და ვიზუალური დაკვირვება ამინდზე გარკვეულ რაიონში მოცემულ მომენტში (დროის შუალედში). ამინდის დაზვერვა წარმოებს ღრუბლიანობის ზონების, ნალექების, ელჭექის მოვლენების, ატმოსფერული ფრონტების და სხვა მოვლენების გადაადგილების მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრის მიზნით. ისინი გავლენას ახდენენ ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებაზე. არის რადიოლოკაციური, საჰაერო, სახომალდო და სპეციალური დაზვერვები (ჯარების, ძალების ცალკეული გვარეობის ინტერესებისათვის).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები