ანდაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდაბი || ანდაფი – ხევსურული საგვარეულო სასაფლაოს უმცირესი სტრუქტურული დანაყოფი – უახლოესი ნათესაური გაერთიანების – მამების – სასაფლაო ადგილი. ანდაბთა გაერთიანება შედარებით მსხვილი ნათესაური ერთეულის, ე. წ. ძირის, სასაფლაოს ქმნის, ხოლო ამ უკანასკნელთა გაერთიანება – საგვარეულო სასაფლაოს.

ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, საიქიოში გარდაცვლილ ახლო ნათესავთა საერთო სამკვიდროდაც ანდაბი ითვლება. ხევსურული სახელდების ყველა ტექსტში ნათქვამია: „საცა შენ სულ მაიჴსენების (იტყვიან მკვდრის სახელს – ნ. ა.), შენ საცა ხარ, შენ ანდაბ ას“, ან კიდევ: „სადაც შენ ხარ გიგიავ, შენ სამყოფოი ას შენ ანდაფი“. ამ შეხედულებებს კარგად ასახავს საიქიოს გახილვის მაგალითები, სადაც აღწერილია, თუ როგორ მიჰყავდათ გარდაცვლილ ნათესავთა სულებს – მგებრებს – ახალსული მის ანდაბში.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები