ანდრონიკე გაბისულავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრონიკე გაბისულავა -(XIV საუკუნის II ნახევატი), ქართველი მხატვარი. ვამეყ დადიანის (1384-1396) დავალებით, კონსტანტინოპოლიდან წალენჯიხის ტაძრის მოსახატავად ჩამოიყვანა კირ მანუელ ევგენიკოსი. სავარაუდოდ, ანდრონიკე გაბისულავა მახარებელ ქვაბალიასთან ერთად თავადაც მონაწილეობდა ტაძრის მოხატვაში. წალენჯიხის მხატვრობა სტილისტურ-მხატვრული თავისებურებებით პალეოლოგოსური ეპოქის სანიმუშო ძეგლია და XIV საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ჩრდილო-დასავლეთ გუმბათქვეშა სვეტის ასომთავრული წარწერა გვამცნობს: „ქრისტე წარვეგზავნეთ მაცხოვრისა შეწევნითა კონსტანტინოპოლს და მოვიყვანეო მხატვარი ესე კირ მანოელ ჩვენ ორ მახარობელი ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა და გევედრებით მაცხოვარსა რათა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესა მას განკითხვისას. ამინ, ამინ, ამინ.“ სამხრეთ-დასავლეთ სვეტზე კი ქართული წარწერის გვერდით ჩანს ბერძნულენოვანი წარწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტაძარი მოხატა მანუელ ევგენიკოსმა, რომელიც ვამეყ ერისთავთერისთავის ბრძანებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა ორმა ბერმა. მათი სახელებია ქობალია მახარებელი და ანდრონიკე გაბისულავა. ხელის მიხედვით, დღეისათვის შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ტაძრის რომელი ნაწილია მოხატული ანდრონიკე გაბისულავას მიერ.

ნ. ქავთარია

ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძ ე ი.,ჯანჯალია მ., წალენჯოხის მოხატულობა, თბ., 2011;
  • Лордкипанидзе И., Роспись в Цаледжиха, Тб., 1992.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები