ანთირიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანთირიუმი - Athyrium filix-femina (L.) Roth.

Athyrium filix-femina (L.) Roth. – ანთირიუმი

დიდი ზომის გვიმრაა 100-150 სმ სიმაღლის, სამმაგ ან ორმაგ ფრთისებრი, ლანცეტა ფორმის შედარებით მოკლეყუნწიანი, რბილი კონსისტენციის ფოთლებით. სორუსები მოგრძოა, მეტწილად ოდნავ ნამგლისებრ მოხრილი. ყვ. VII-VIII.

კოლხეთში წარმოდგენილია ტყის ყველა სარტყელში, მაგრამ უფრო ნაკლებია ქვედა სარტყელში. ვითარდება სხვადასხვა სიხშირის და შემადგენლობის ტყის მრავალ ტიპში. უფრო ჩვეულებრივია ჩრდილოეთ ფერდობებზე. ოპტიმალურ განვითარებას აღწევს წიფლნარის ნეკერჩხლიან-თელიან, მუხნარ და სხვა ფართოფოთლოვან, აგრეთვე წიწვიანი ტყეების ტენიან ტიპებში 1200-2000 მ-მდე, სადაც ხშირად ბალახეული სინუზიის ედიფიკატორად გვევლინება. დამახასიათებელია აგრეთვე ხეობებში, ხევებში, ხრამებში, სხვადასხვა შემადგენლობის ტყეებში, რომლებიც ვითარდებიან ქვიან ნიადაგებზე, პროლუვიალურ ტერასებზე, დელუვიალურ შლეიფებზე და ა.შ. აღწევს ტყის ფანჯრებში და გამეჩხერებულ ტყეებში 0,3-0,5 სიხშირით; ამ სემთხვევაში ქმნის ხშირ, ტყის ბუნებრივი განახლებისათვის ხელის შემშლელ 120-150 სმ სიმაღლის შამბნარებს. ხშირია სუფთა შამბნარები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შერეულია სხვა მსხვილ გვიმრებთან, მაყვლებთან, ბუერებთან, ხოლო ფართო ტყის ფანჯრებში, ჭინჭრიან და სუბალპურ მაღალბალახეულობის ელემენტებთან. სუბალპურ სარტყელში გვხვდება ღია ჩრდილო ფერდობებზე მაღალბალახეულობასთან შერეული, დეკიანში და კლდოვან ქვიან ადგილებში.

ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C-ს (120 მგ %); ფესურა – ფილიქსინის მჟავას. ფესურის ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ჭიების გამომდენად, რევმატიზმის სამკურნალოდ და როგორც სისხლისგამწმენდი საშუალება (Ролловъ, 1908).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები