ანონსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანონსი − (ფრანგ. Annonce − საჯარო შეტყობინება, განცხადება), წინასწარი განცხადება მომავალი სპექტაკლის, კონცერტის და მისთ. შესახებ.

მე-17-18 სს., უპირატესად საფრანგეთში, ანონსად იწოდებოდა სცენიდან მაყურებლისადმი მოკლე მიმართვა სპექტაკლის დაწყების წინ (ან ცალკეულ აქტებს შორის), სადაც იტყობინებოდნენ მომავალი წარმოდგენის, მოქმედ პირთა, შემსრულებელთა შესახებ; სპექტაკლის დასასრულს – კომენტარს უკეთებდნენ უკვე წარმოდგენილს. აქვე, მაყურებლის დაინტერესების მიზნით, მოკლედ აღწერდნენ თეატრის მომდევნო სპექტაკლებს. ანონსი სპექტაკლის ორგანული ნაწილი იყო და მას საუკეთესო მსახიობებს ავალებდნენ. ანონსის წარმომთქმელები („ანონსიორები“) გამოირჩეოდნენ ჩაცმულობით და გამოსვლისთანავე მაყურებელს თავის დაკვრით ესალმებოდნენ (3-ჯერ – პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ), რასაც კომპლიმენტი ერქვა. ანონსირება, ჩვეულებრივ, აგებული იყო იმპროვიზაციაზე, თან ახლდა ენამახვილობა, ხუმრობა (და ა.შ.).

ჩვენს დროში ანონსად იწოდება წინასწარი აფიშა, რომელსაც აქვს განცხადების ხასიათი და ზოგადად გვაუწყებს მომავალი სპექტაკლის შესახებ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები