აფიშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფიშა

აფიშა — (ფრანგ. affiche – მიბმა, მიკვრა, მიმაგრება),

1) თავისებური განაცხადი-რეკლამა, კოორდინირებული შეტყობინება, სადაც აღნიშნულია წარმოდგენის (სპექტაკლი ან რაიმე სხვა სახის სანახაობა) გამართვის დრო, ადგილი და მონაწილეთა ვინაობა.შ.

2) საჯარო განცხადებები ამა თუ იმ მოვლენის შესახებ (მათ შორის, სანახაობრივი, გასართობი). ცნობილია უძველესი დროიდან. ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში აფიშას ხატავდნენ პაპირუსებზე, შენობების თეთრად შეღებილ კედლებზე, სპეციალურ დაფებზე, ოთხწახნაგოვან კოლონებზე (და ა.შ.). შუა საუკუნეებში წარმოდგენების შესახებ იტყობინებოდნენ საჯარო მაცნეები.

აფიშა პირველად საფრანგეთში იქნა შემოღებული (XVI ს.). პირველხანად მასზე განთავსებული იყო ნაწარმოების (პიესის, სპექტაკლის) მხოლოდ სახელწოდება (ზოგჯერ კი სიუჟეტის მოკლე, დამაინტრიგებელი მონათხრობიც). ავტორების, მონაწილეების და სხვათა სახელები აფიშაზე გაჩნდა მხოლოდ მე-17 საუკუნეში. თუკი ქალაქში რამდენიმე თეატრი იყო, აფიშას ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე სხვადასხვა ფერად ღებავდნენ. ასე, მაგ., პარიზში „ბურგუნდიის ოტელი“ უშვებდა წითელ აფიშას, „კომედი ფრანსეზი“ – მწვანეს, „გრანდ-ოპერა“ – ყვითელს. მოგვიანებით ხმარებაში დამკვიდრდა აფიშა-პლაკატი, რომელმაც მე-18-19 სს.-ში მიაღწია ძალიან მაღალმხატვრულ დონეს. პოლიგრაფიული ბაზის სრულყოფასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებში ამ სახის ილუსტრირებული აფიშა სულ უფრო მეტად გავრცელდა.

აფიშა მრავალგვარია. ზოგი მათგანი გვაუწყებს ცალკეული სპექტაკლის, ზოგი მთლიანად რეპერტუარის შესახებ. საპრემიერო აფიშაში მითითებულია ავტორი, შემსრულებლები, რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი, ბალეტმეისტერი, დამხმარე პერსონალი (და ა. შ.).

აფიშის ბეჭდვა და გაკვრა სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდებოდა ორგანიზაციული და საკანონმდებლო ნორმების დაცვით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები