კედელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კედელი – შენობის სათავსის ვერტიკალური შემომზღუდავი კონსტრუქცია, რომელიც ამ სათავსს გამოყოფს გარემოსაგან ან მეზობელი სათავსისაგან. კონსტრუქციული სქემის მიხედვით კედელი შეიძლება იყოს მზიდი, თვითმზიდი, არამზიდი (იღებს დატვირთვებს საკუთარი წონისა და ქარის დატვირთვისაგან ერთი სართულის ფარგლებში) და ტიხარი. მასალის მიხედვით: ქვის, ხის, ლითონის, ბეტონის, რკინაბეტონის, მინის, სამფენოვანი სენდვიჩ-პანელების (ფილა + დამათბუ-ნებელი + ფილა). გარდა ჩამოთვლილისა არსებობს სხვა ტიპის კედლებიც, როგორიცაა: დამცავი (ჩინეთის დიდი კედელი), გამყოფი (არსებობს ინდოეთში, კორეაში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ისრაელში, კუნძულ კიპროსზე, ესპანეთში, მაროკოში, ჩრდ. ირლანდიაში), ქალაქის, ციხე-სიმაგრის, საყრდენისა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები