ტულუზ-ლოტრეკი ანრი დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტი ტულუზ-ლოტრეკი. ჟეინ ავრილი, 1983; ლითოგრაფია 129X94 სმ. სან დიეგოს ხელოვნების მუზეუმი.

ანრი დე ტულუზ ლოტრეკი - (Henri deToulouze-Lautrec, 1864 – 1901) ფრანგი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი, ილუსტრატორი.

ანრი დე ტულუზ ლოტრეკი სამხრეთ საფრანგეთის არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. გენეტიკური დაავადების გამო მისი ფიზიკური განვითარება. ბავშვობიდანვე არასრულფასოვანი იყო. 1882 წელს ლოტრეკი პარიზში გადადის, სადაც დეგას ნამუშევრების გაცნობის შემდეგ, სრულიად უარყოფს აკადემისტური სამხატვრო განათლების შედეგად მიღებულ გამოცდილებას. მან აღმოაჩინა პარიზის გასართობი უბანი მონმარტრი, სადაც მოწინავე ხელოვანები იკრიბებოდნენ და ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ. 1880-იანი წლების მიწურულიდან ტულუზ ლოტრეკმამთელი თავისი შემოქმედება მონმარტრის ღამის ცხოვრების - კაფეების, თეატრების, საცეკვაო დარბაზების, ბორდელების - ასახვას დაუთმო და თავადაც ამ ცხოვრების მუდმივი მონაწილე გახდა.

ჟეინ ავრილი

1891-1901 წლებში ლოტრეკმა 30 ლითოგრაფია შექმნა; ეს იყო მონმატრის ცნობილი ღამის კლუბების აფიშები, რომლებზეც ამ კლუბების ყველაზე პოპულარული მსახიობები იყვნენ წარმოდგენილნი. ერთ-ერთ მათგანზე საეჭვო რეპუტაციის მქონე მოცეკვავე ჟეინ ავრილი ავადსახსენებელი კან-კანის ცეკვისას არის გამოსახული. ლოტრეკმა ავრილი სასურათო სიბრტყის მარცხენა კიდეში, სიღმისკენ მკვეთრად დავიწროებულ სცენაზე გამოსახა. წინა პლანზე კი, მნახველთან ძალიან ახლოს წარმოდგენილია კონტრაბასზე დამკვრელი მუსიკოსის სახე და ხელები; ინსტრუმენტის ცალკეული ნაწილები და სანოტო ფურცლები სურათის ქვედა მარცხენა კუთხიდან აჩარჩოებს კომპოზიციას, რომლის მკვეთრი რაკურსი დეგას ნამუშევრებს მოგვაგონებს, მაგრამ ლოტრეკის მიერ ჟეინ ავრილის სახეში ხაზგასმული სექსუალობა მხატვრულ სახეს ვულგარულობას ანიჭებს, მაშინ როდესაც დეგა გარეგნული სილამაზის აქცენტირებას ცდილობს. ლოტრეკი კონტურით შემოწერს ფორმას, სიბტყებრიობას ანიჭებს სივრცეს სურათში, ამარტივებს მოდელირებას, რათა გამოსახულება ფერადი ლითოგრაფიული იაფფასიან ტექნიკას უკეთ მოერგოს, მაგრამ მკვეთრი სილუეტურობის აქცენტირება და დენადი ხაზი აშკარად არტ ნუვოზე მიანიშნებს.

წყარო

  • სთოქსთედი მ., ქოთრენი მ.ვ. ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები