ლითოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლითოგრაფია (lithos ბერძნულად ქვას ნიშნავს) 1790-იან წლებში გამოიგონეს. ამ ტექნიკას საფუძვლად უდევს ის, რომ ცხიმი და წყალი ერთმანეთს არ ერევა. მხატვარი ტრადიციულად წვრილმარცვლოვანი ქვის ბრტყელ ზედაპირზე ცხიმიანი ფანქრით ხატავს გამოსახულებას. ამის შემდეგ ქვის ზედაპირს წყლით ასველებენ, შემდეგ კი ზემოდან ზეთოვან მელანს ან საღებავს უსვამენ. საღებავი ცხიმიან ადგილებს (ანუ იმ ადგილებს, სადაც ნახატი იყო დატანილი) ეკრობა, წყლიანს კი - არა. ამის შემდეგ ქაღალდის ფურცელს ამგვარად დამუშავებულ ქვაზე დებენ და პრესში ატარებენ, რის შედეგადაც საღებავი და, შესაბამისად, ამ საღებავით მონიშნული გამოსახულება ქვიდან ქაღალდზე გადადის. ამგვარად, ლითოგრაფია (როგორც რელიეფი და ინტალიო) ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდია ბეჭდური გამოსახულების მისაღებად. ლითოგრაფიას ეფექტურად იყენებდნენ ფრანსისკო გოია, თეოდორ ჟერიკო, ეჟენ დელაკრუა, ონორე დომიე და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები