ანტითეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტითეატრი – მოდერნისტული ესთეტიკის ქვეგანაყოფი, რომელშიც უარყოფილია თეატრალური ილუზიის ყველა პრინციპი, მათ შორის სიუჟეტის კომპოზიციური აგების პრინციპი და პერსონაჟის ფსიქოტიპი.

ტერმინი წარმოიშვა 50-იან წლებში აბსურდის თეატრთან დაკავშირებით. ანტითეატრი, მეცნიერული თვალსაზრისით, პირობითი ცნებაა და შეიძლება მივუყენოთ სანახაობათა ვრცელ არეალს: აბსურდის თეატრს (იონესკო, ბეკეტი, პინტერი, არაბალი და სხვ.), უმოქმედო თეატრს (ჰანდკე), ჰეპენინგს (იმპროვიზაციული, უფაბულო თეატრალიზებული სანახაობა), ალოგიზმის თეატრსაც (დიურენმატი) და თვით სოციალური მიზეზობრიობის თეატრს (ბრეხტი), რომ არაფერი ვთქვათ აბსტრაქტულ თეატრზე (ვილსონი, ბენე). ანტითეატრს არ გააჩნია ესთეტიკური დოქტრინა და აგებულია ტრადიციასთან დაპირისპირებაზე. თავის უკიდურეს გამოვლინებაში იგი რჩება ეპიზოდურ, ექსპერიმენტულ მოვლენად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები