იონესკო ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟენ იონესკო

იონესკო ეჟენ - (ფრ. IONESCO EUGÈNE რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგი. XX საუკუნის აბსურდის თეატრის წარმომადგენელი. საფრანგეთის აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია

ეჟენ იონესკო დაიბადა რუმინეთში 1912 წელს. მისი მშობლიური ენა ფრანგული ენა იყო (დედით ფრანგი და ოჯახიც პარიზში გადავიდა საცხოვრებლად ვაჟის შეძენიდან ერთი წლის თავზე). როცა იონესკო 19 წლის გახდა, ოჯახი კვლავ რუმინეთში დაბრუნდა. შემდეგ იგი ბუქარესტის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, მოგვიანებით კი ასწავლის ფრანგულ ენას ბუქარესტის ერთ-ერთ ლიცეუმში. 1938 წელს იონესკო ღებულობს სტიპენდიას, რაც მას საშუალებას აძლევს გაემგზავროს საფრანგეთში თეორიული ნაშრომის მოსამზადებლად პოეზიაში: „ბოდლერის დროიდან ცოდვისა და სიკვდილის პრობლემაზე“. 1948 წლამდე დღიურებს გარდა არაფერს წერდა და თვითვე აღიარებდა, რომ თეატრი სძულდა კიდეც.

პიესაზე - „მომღერალი ქაჩალი ქალი“ („La Cantatrice chauve“) - მუშაობა შემთხვევით დაიწყო, როდესაც ინგლისური ენის თვითმასწავლებლიდან თარგმნიდა დანაწევრებულ წინადადებებს. პერსონაჟთა მიერ ბანალურ ფრაზათა ურიცხვი გამეორებით იონესკო მკითხველისგან აღწევს სიცარიელისა და სამყაროს მიმართ შიშის შეგრძნებას, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველდღიური მეტაფიზიკური შინაარსი. „მომღერალი ქაჩალი ქალი“ 1950 წელს ნიკოლა ბატაიეს მიერ დაიდგა პარიზის ღამეულთა თეატრში. სპექტაკლი არ სარგებლობდა მაყურებლის მოწონებით და თვენახევარში მოიხსნა. იმავე დროს დაიწერა იონესკოს მეორე პიესა „გაკვეთილი“ („La Leçon“), რომელიც კვლავ ბატაიემ დადგა 1951 წელს. „გაკვეთილი“ ავითარებს იონესკოს იდეას შინაგანი ენერგიისა და ენის ყოვლისშემძლეობის შესახებ, რომელსაც უნარი შესწევს თავის მსგავსად შექმნას და ჩამოაყალიბოს სინამდვილე.

1951 წელს იონესკომ დაწერა „სკამები“ („Les Chaises“), „მომავალი კვერცხებშია“ და სხვა მცირე ფორმის პიესები. გარდა ამისა, მან თავად ითამაშა სტეფანე ტროფიმოვიჩი დოსტოევსკის „ეშმაკებში“, რომლის ინსცენირება და დადგმა ბატაიმ განახორციელა. „სკამები“ პირველად ნაჩვენები იყო ლანკრის თეატრში 1952 წელს სილვენ დომიეს მიერ. იონესკო წელიწადში რამდენიმე პიესას წერს („მოვალეობის მსხვერპლნი“ - „Victimes du devoir“, 1952; „ამადეუსი“ – „Amedée“, 1953; „უანგარო მკვლელი“ – „Tueur sans gages“, 1957 და სხვ.). 1953 წლიდან იწყება მისი პიესების კრებულების გამოცემა. 1958 წელს იგი წერს „მარტორქას“ – „Rhinoceros“, რომელიც პირველად დიუსელდორფში 1959 წელს დაიდგა. პარიზში „მარტორქას“ დგამს ჟან ლუი ბარო, ხოლო 1960 წელს ლონდონში ორსონ უელსი.

1962 წელს იბეჭდება და ფართო მკითხველისთვის გამოდის მისი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა და ესეების კრებული: „შენიშვნები შენიშვნებზე“ – „Notes et contre notes“. 1963 წელს ჟან-ლუი ბარო წარმოადგენს თავის სპექტაკლს იონესკოს „საჰაერო ქვეითის“ მიხედვით. პრემიერა თავდაპირველად დიუსელდორფში, შემდეგ კი პარიზში შედგა. 1966 წელს ეწყობა სპეციალური კონცერტი, რომელშიც მარია კაზარესი, ჟან-ლუი ბარო და თავად იონესკო კითხულობდნენ დრამატურგის გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებს. მაშინვე იდგმება ჟან-ლუი ბაროს მიერ პიესები: „ბოდვა ორისთვის“ („Delire à deux“) და „ლაგუნა“, ხოლო ჟან-მარი სერო ახორციელებს „წყურვილს და შიმშილს“ („La Soif et la faim“) კომედი ფრანსეზში. 1970 წლის იანვარში იონესკო არჩულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად.

ეჟენ იონესკო გარდაიცვალა 1994 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • განდგომილი: რომანი / ეჟენ იონესკო ; ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა ; რედაქტორი ელზა მეტრეველი ; გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი.
  • რამოს ძმისწული: [მოთხრობა-დიალოგი] / დენი დიდრო; [რედ.: გულო კობიაშვილი]. მაკბეტი : კომიკური მელოდრამა.
  • ახალი მობინადრე: [პიესა] / ე. იონესკო; ფრანგ. თარგმ. დ.კახაბერმა. მნათობი თბილისი, 1998. N5-6, გვ.65-77
  • ეტიუდი ოთხი მსახიობისათვის: [პიესა] / ე. იონესკო; თარგმ. გ. ბათიაშვილი. თეატრალური მოამბე 1987, N6, გვ.93-98
  • მაკბეტი: [კომიკური მელოდრამა] / ე. იონესკო; ფრანგ. თარგმ. დ. კახაბერმა. ხელოვნება თბილისი, 1999. N7-8, გვ.124-170
  • მარტორქა: [ფრანგ. დრამატურგის პიესა] / ე. იონესკო; მთარგმ. დ. კახაბერი. საბჭოთა ხელოვნება 1980, N6, გვ.81-110
  • მარტორქა და სხვა პიესები / ეჟენ იონესკო; ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა; რედაქტორი ელზა მეტრეველი; გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილი. მეფე კვდება; მაკბეტი.
  • ორთა DELIRIUM ანუ თუ თქვენ ასე გნებავთ, დრო განსაზღვრული არაა: [პიესა]/ე. იონესკო; მთარგმ. ჯ. თითმერია.
  • რიწა 1997, N3-4, გვ.92-104
  • ორთა ბოდვა: [პიესა] / ე. იონესკო; ფრანგულიდან თარგმნა დ. კახაბერმა. მნათობი თბილისი, 2000. N3-4, გვ.79-89
  • სკამები: [ტრაგიკული ფარსი] / ე. იონესკო; ფრანგ. თარგმ. დ. კახაბერმა. საუნჯე 1981, N3, გვ.193-218
  • ქაჩალი მომღერალი ქალი: [პიესა] / ე. იუნესკო; თარგმნა დ. კახაბერმა. საბჭოთა ხელოვნება 1985, N2, გვ.145-158
  • გაკვეთილი: [კომიკური დრამა] / ე. იონესკო; ფრანგ. თარგმ. დ. კახაბერიძისა. ცისკარი 1969. N7, გვ.100-114
  • მელოტი მომღერალი ქალი; გაკვეთილი; სკამები = La cantatrice chauve; La leson; Les chaises: [სამი პიესა] / ეჟენ იონესკო; [ფრანგ. თარგმნეს შორენა ციცაგმა, ქეთევან კვანტალიანმა, ნინო ლეჟავამ]

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები