ბარო ჟან ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟან ლუი ბარო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ლუი ბარო

ჟან ლუი ბარო – (ფრანგ. Jean-Louis Barrault, 1910–1994), ფრანგი მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს რეჟისორ დიულენის მიერ შექმნილ თეატრში „ატელიე“, პარალელურად ეუფლებოდა პანტომიმის ხელოვნებას მსახიობ დეკრუსთან. განიცადა სიურრეალიზმის გავლენა. 1935 წ. შექმნა თავისი დასი „ავგუსტინების სხვენი. შემდგომში მოღვაწეობდა ანტუანის, „ატელიეს“, „კომედი ფრანსეზის“, „მარინის“, „ტეატრა დე ფრანსის“ თეატრებში. მთელი სრულყოფილებით ფლობდა მიმიკის და სცენური მოძრაობის ხელოვნებას, იყო ერთ-ერთი გამოჩენილი რეჟისორი, ჰქონდა საკუთარი რეჟისორული ხედვა, დიდ ყურადღებას უთმობდა სცენოგრაფიას. ავტორია თეორიული შრომისა „ფიქრები თეატრზე“.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები