სიურრეალიზმი თეატრალურ ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიურრეალიზმი – (ფრანგ. surrealisme – ზერეალიზმი) ავანგარდისტული მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის 10-20-იან წწ. საფრანგეთში და შემდგომ გავრცელდა სხვა ქვეყნებში. სურრეალიზმის დამფუძნებლები იყვნენ: ა. ბრეტონი („სიურრეალიზმის მანიფესტი“), ლ. არაგონი, ფ. სუპო, პ. ელუარი, რ. დესნოსი, ა. არტო, რ. ვიტრაკი, ტ. ტცარა; მხატვრები: მ. ერნსტი, მ. რეი, ჰ. არპი, მასონი, ჰ. მირო, ი. ტანგი, ს. დალი; კინემატოგრაფისტი ლ. ბუნიუელი (და სხვ.).

იღებდა რა სათავეს მარკიზ დე სადის, ჟ. ნერვალის, შემდგომ კი ა. რემბოს, ლოტრეამონის, ა. ჟარის და გ. აპოლინერის (ვინაც წამოაყენა ტერმინი „სიურრეალიზმი“) შემოქმედებიდან, სიურრეალიზმი ნაწილობრივ მომზადებული იყო დადაიზმის მიერ. ისინი აგრძელებდნენ რომანტიკულ-ანარქისტული ბუნტს ცივილიზაციის „გამოფიტული სულიერი ფასეულობების“ მიმართ და აცხადებდნენ პრეტენზიას, ძირშივე შეეცვალათ აზრობრივი მდინარების ჩვეულებრივი კალაპოტი, ინტელექტის მარწუხებისგან გაეთავისუფლებიათ ფარული სწრაფვები და ადამიანის ქვეცნობიერება. სიურრეალისტებმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ბაზისად აირჩიეს ინტუიტივიზმი და განსაკუთრებით ფროიდიზმი. მათი მიზანი იყო გონის პრიორიტეტის განდევნა მხატვრული აზროვნებიდან და მის ნაცვლად ქვეცნობიერი გასხივოსნების და ქაოტური თვითნებობის დამკვიდრება.

სიურრეალისტურ თეატრში, რომლის თეორეტიკოსი იყო ა. არტო, ჭეშმარიტ რეალობად გამოცხადდა თავაწყვეტილი ფანტასტიკა და ალოგიკურად განლაგებული ფრაგმენტები, ცალკეული სცენები საგნობრივი კონკრეტულობით და გამაოგნებლად უცნაური ურთიერთკავშირით.

30-იან წწ. სიურრეალიზმმა თავის პიკს მიაღწია, რის შემდეგ ევროპაში მის მიმართ ყურადღება შენელდა და 40-იან წლებში აშშ-ში გადაინაცვლა. მცდელობა, მომდევნო წლებში აღედგინათ სიურრეალიზმის პოპულარობა, უშედეგო აღმოჩნდა.

სიურრეალიზმმა წარუშლელი კვალი დაამჩნია მე-20 ს. ხელოვნებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები