ფანტასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფანტასტიკა –(ბერძნ. phantastike – წარმოსახვის ხელოვნება), მხატვრული ხედვის ნაირსახეობა, გამოგონილი, ირეალური, მისტიკური, ირაციონალური, „ზებუნებრივი სამყაროს“ შეთხზვის ხელოვნება. იგი მთლიანად პირობითია და ემყარება შემოქმედის ფანტაზიას. ამასთანავე, იგი არ არის ყველაფრისგან თავისუფალი „წარმოსახვის თამაში“, რადგან მასში მკაფიოდ მოჩანს ადამიანური ყოფის – სოციალური თუ ფსიქოლოგიური რეალიების კონტურები. მეტ-ნაკლები ძალით ფანტასტიკას შეიცავს ზღაპარი, ალეგორია, გროტესკი, უტოპია, სატირა, პარაბოლა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები