პარაბოლა (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაბოლა − (ბერძნ. parabole – შედარება, მიმსგავსება), იგავთან მიახლოებული ჟანრული ნაირსახეობა მე-20 ს. დრამასა და პროზაში შინაგანი სტრუქტურის თვალსაზრისით, არის სიმბოლოს მსგავსად მრავალნიშნადი, ნართაული. მსგავსებასთან ერთად, ამით განსხვავდება ერთნიშნადი ალეგორიისაგან და ასევე იგავისაგან, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიმართულების მქონე მეორე პლანი. პარაბოლას ხშირად უწოდებენ „სიმბოლურ იგავს“. მაგრამ იგავისგან განსხვავებით, სიმბოლოსთან მიახლოებისას, იგი არ კარგავს საგნობრივ და სიტუაციურ კონკრეტულობას.

პარაბოლის დაუსრულებელი მრავალპლანიანობა, შინაარსობრივი ტევადობა, მუდმივად იზიდავს მწერლებს და დრამატურგებს. პარაბოლის ბრწყინვალე ნიმუშები შექმნეს ფ. კაფკამ („პროცესი“), ჰ. ჰესემ („თამაში ბისერით“), ჟ.პ. სარტრმა („ეშმაკი და უფალი ღმერთი”), ე. ჰემინგუეიმ („მოხუცი და ზღვა“), გ. გ. მარკესმა („მარტოობის ასი წელი“), აბე კობომ („ქალი ქვიშაში“) და სხვ.

პარაბოლა ფართოდ არის გამოყენებული თეატრსა და კინოხელოვნებაში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები