იგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგავი - (ბერძ.) „შედარება“, „მსგავსება“. იგი არის რეალურ ან გამოგონებულ ფაქტებზე აგებული მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა რელიგიური, ზნეობრივი ან საერო ხასიათის სხვადასხვა ამბავი.

სიტყვის პოტენცია ყველაზე მეტად განსახოვნებაში ანუ სახისმეტყველებაში ვლინდება. სიტყვის სახისმეტყველებითი პოტენცია მოცემულია ენაში, ვითარცა სისტემაში. ამ აზრით ვამბობთ, რომ ენაში მოცემულია არა მხოლოდ ის, რაც იყო და არის, არამედ ისიც, რაც მომავალში გამოვლინდება...

საბა განმარტავს: „სახის შემოღება - იგავთა მოყვანააო“. „იგავი“ კი ასეა განმარტებული „(+13,24 მათე ZA)(+არაკი B) ესე არს სიტყვით მაგალითი, გინა საჩვენებელი, გინა მოსანიშნავიო“.

იგავი ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ხალხების, შუმერების და ბაბილონელების, წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი. ჩამოყალიბებული სახე იგავმა საბერძნეთში მიიღო. მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის-ეზოპეს-იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც უწოდებენ.

იგავი ალეგორიაა, რაიმეს გამოთქმა ან დაწერა დაფარული სახით, სხვა სიტყვებით, სიმბოლოებით, რომლის აზრის ამოცნობაც საკმაოდ რთულია (აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდე მე იგავთა დასაბამისათა. 77, 2).

{წმიდა მამათა სწავლებით წმიდა წერილი (ბიბლია) უამრავ იგავურ სწავლებას თუ გადმოცემას შეიცავს, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მეფე-წინასწარმეტყველი დავითი, არამედ მათე და მარკოზ მახარებელი მოციქულები (მათე 13, 34-35; მარკ. 4, 33-34)}



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები