ანტიპატრა II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიპატრა II(სასიკვდილოდ მოწამლეს ძვ.წ. 43 წელს)იუდეის მმართველი, მეფე ჰეროდეს მამა. წარმოშობით გაებრაელებული ედომური (იდუმეა) ოჯახიდან. იუდეის მმართველი გახდა მეფე ალექსანდრე იანაეს და დედოფალ სალომეა-ალექსანდრას დროს.

ანტიპატრას კავშირი ჰქონდა გირკან II-თან, ალექსანდრე იანაეს ვაჟთან არისტობულე II-ის წინააღმდეგ. ის შეპირდა ნაბატეველებს დახმარების სანაცვლოდ იმ ქალაქების დაბრუნებას, რომლებიც ალექსანდრე იანაემ დაიპყრო. როდესაც პალესტინაში პომპეუსის ჯარები გამოჩნდნენ ანტიპატრამ შუამავლის როლი შეასრულა ნაბატეველებს და რომაელებს შორის. აგრეთვე ცდილობდა პომპეუსის გამოყენებას არისტობულეს წინააღმდეგ, რაც გამოუვიდა კიდეც. მესამე ტრიუმვირატის დაშლის და პომპეუსის იულიუს კეისართან დამარცხების შემდეგ ანტიპატრა გამარჯვებულს მიემხრო. კეისარმა ანტიპატრა II-ს იუდეის მმართველობა უბოძა. მანაც ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე თავისი შვილები დანიშნა. მათ შორის ჰეროდე გალილეის მმართველი გახდა. ძვ.წ. 43 წელს ის სასიკვდილოდ მოწამლეს, თუმცა მისმა შვილებმა გააგრძელეს მამის პოლიტიკა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები