გაიუს იულიუს კეისარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იულიუს კეისარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუს იულიუს კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი, ც ე ზ ა რ ი (Julius Caesar) – (ძვ.წ. 100-44), ძვ. რომის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი, მწერალი.

თავდაპირველად თანაუგრძნობდა დემოკრატიულ დაჯგუფებებს. ძვ.წ. 60 წელს შეკრა კავშირი მარკუს კრასუსთან და პომპეუსთან (I ტრიუმვირატი, ძვ.წ. 60-53 წლებში), სამართავად მიიღო გალია, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მთლიანად დაუმორჩილა რომს, ილაშქრა გერმანიასა და ბრიტანეთში.

ძვ. წ. 49 წელს დაიწო სამოქალაქო ომი ერთპიროვნული მმართველობის დასამყარებლად.

ძვ. წ. 48-45 წლებში, პომპეუსის და მისი მომხრეთა ჯარების განადგურების შემდეგ, რომის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა.

იულიუს კეისარმა ბევრი სიახლე შეიტანა სამხედრო ხელოვნებაში. მის კალამს ეკუთვნის მემუარული ხასიათის თხზულებები “გალიის ომების შესახებ” და “სამოქალაქო ომების შესახებ”, აგრეთვე სხვა ნაწარმოებები. მოკლეს შეთქმულებმა.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები