აპოლონიოს როდოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლონიოს როდოსელი – ძვ. წ. აღრიცხვის III საუკ. ბერძენი პოეტი (დაიბ. დაახლ. 273 წ.). აპოლონიოს როდოსელმა სახელი გაითქვა პოემით „არგონავტიკა“ – არგონვატების ლაშქრობა კოლხეთში. ჩვენთვის მთავარია ის ამბები, რომლებიც კოლხიდას, კერძოდ, კოლხეთის მეფეს აიეტს, მის ქალიშვილ მედეას, კავკასიონის ქედზე მიჯაჭვუ- ლი გმირის თავგადასავალსა და იასონისგან ოქროს საწმისის მოტაცებას შეეხება. აპოლონიოს როდოსელის ცნობით არგონავტებმა ნახეს პონტოს ზღვის უკიდურესი ყურე, ფაზსის – რაიონის შესართავი და კავკასიონის მწვერვალები, სადაც მიჯაჭვული პრომეთე თავისი გულ-ღვიძლით კვებავდა საზარელ არწივს.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

აპ. როდოსელი, არგონავტიკა, აკ. ურუშაძის თარგმანი, 1970.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები