აპრილის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aprilis soko.PNG

აპრილის სოკო (ლათ. Rhodophyllus aprilis (Britz.) Komagn. რუს. Апрельский гриб)

ქუდი – 3-5 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, ახასიათებს ბლაგვი ბორცვაკი, კიდეები ზოლიანია, მოყავისფრო-მოწითალო. ფირფიტები შეზრდილია კბილით, შემდეგ თავისუფალია.

ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, ბოჭკოიან-ზოლიანი ზედაპირით, ყავისფერი, ქუდთან შედარებით ღია ფერისაა.

სპორები – კუთხიანი, ვარდისფერი, 7,5-11X7-10 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან, განსაკუთრებით წიფლის ტყეში, გაზაფხულ-შემოდგომით.

ითვლება საჭმელ სოკოდ, მაგრამ ჯობს თავი შევიკავოთ მისი მოხმაებისაგან.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები