აპროქსიმაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპროქსიმაცია – (ლათ. approximo – ვუახლოვდები) – მოცემულ მათემატიკურ ობიექტთა ერთობლიობის შეცვლა სხვა ერთობლიობით, რომლის ობიექტები ამა თუ იმ აზრით ახლოს არიან მოცემული ერთობლიობის ობიექტებთან. აპროქსიმაციის საშუალებით ობიექტების რიცხობრივი ან თვისებრივი მახასიათებლების შესწავლა შეიძლება დავიყვანოთ უფრო მარტივი ან უფრო მოსახერხებელი ობიექტების შესწავლაზე. მათემატიკის ზოგიერთი დარგი მთლიანად ეძღვნება აპროქსიმაციას (მაგ., ფუნქციის მიახლოება და ინტერპოლაცია, რიცხვითი მეთოდები).

აპროქსიმაციის მეთოდს საფუძველი ჩაუყარეს ვაიერშტრასმა და ჩებიშევმა (XIX საუკუნეში). აპროქსიმაციის როლი მათემატიკაში განუწყვეტლივ იზრდება; ამჟამად იგი მათემატიკაში ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები