არამეული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამეული ენა – ერთ-ერთი სემიტური ენა. ძვ. წ. IX ს-ში გავრცელებული იყო სირია-მესოპოტამიაში, პალესტინასა და ფინიკიაში.

ამ ხანას (ძვ. წ. IX-VIII სს.) განეკუთვნება შამალის, დამასკის, სეფირესა და სხვ. უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები. ასურეთ-ბაბილონისა და აქემენიდთა სპარსეთის ბატონობის დროს (ძვ. წ. VII–IV სს.). არამეული ენა საკანცელარიო და საერთაშორისო ენა იყო ამ სახელმწიფოებში. ამავე პერიოდისაა (V ს.) ელეფანტინის (ეგვიპტე) არამეული პაპირუსების ცნობილი არქივი. მომდევნო საუკუნეებში არამეულმა ენამ ხმარებიდან განდევნა ებრაული. არამეულ ენას სამწერლობო ენად იყენებდნენ პალმირელი და ნაბატეველი არაბები (I-III სს. ამავე ხანისაა მცხეთის არამეული წარწერები (იხ. არმაზული დამწერლობა). არამეული ენის ედესის დიალექტზე, სირიულ ენაზე, შეიქმნა მდიდარი ქრისტიანული ლიტერატურა (III–XIV. სს.), ხოლო მეორე აღმოსავლურ დიალექტზე (ბაბილონის არამეულ დიალექტზე), მანდეურ ენაზე – მანდეური ლიტერატურა (III–VIII სს.). დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა გვხვდება სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე და აშშ-ში.

კ. წერეთელი


იხილე აგრეთვე

არამეული დამწერლობა

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები