ერაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერაყის დროშა

ერაყი - (Iraq - ერაყის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. დასავლეთით ესაზღვრება თურქეთი, სამხრეთ-დასავლეთით - საუდის არაბეთი, აღმოსავლეთით - ირანი და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ქუვეითი.

ფართობი - 435 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 31,2 მლნ. კაცი (2012).

დედაქალაქი - ქ. ბაღდადი.

ოფიციალური ენები - არაბული და ქურთული.

ეროვნული დღესასწაული - 14 ივლისი - რესპუბლიკის ეროვნული დღე.

ადმინისტრაციულად იყოფა' 18 მუჰაფაზად (პროვინცია). სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

ერაყის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა.

ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფოსფატი, გოგირდი. ექსპორტი: ნავთობი, შალეული, ფინიკი.

მთავარი საზღვაო ნავსადგური - ბასრა, წარმოებს სამდინარო ნაოსნობაც.

მთავარი აეროპორტები - ბაღდადი, ბასრა, მოსული.

შეიარაღებილი ძალების შემადგენლობაშია სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფები და სახალხო ლაშქარი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით და დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები