ნავთობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავთობი − (ინგლ. petroleum < ლათ. petra კლდე, ქვა და oleum ზეთი), აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის ნახშირწყალბადებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიკური სუნი. სიმკვრივე – 650-1050 კგ/მ3; აფეთქების ტემპერატურა – –35-+121°C. ნავთობს სიმკვრივით ნაკლები 830 კგ/მ3 ეწოდება მსუბუქი, 831-860 კგ/მ3 – საშუალო სიმკვრივის, ხოლო მეტი 860 კგ/მ3 – მძიმე.

ქიმიური თვალსაზრისით ნავთობი მიეკუთვნება მრავალკომპონენტიან კოლოიდურ სისტემას. მის შემადგენლობაში შედის ათასზე მეტი დასახელების ნივთიერება, რომელთაგან უმთავრესია: თხევადი ნახშირწყალბადები (წონითი მასის 80-90%) და ჰეტეროგენური ორგანული ნაერთები (4-5%) (გოგირდის ≈ 250 ნივთიერება; აზოტის >30 ნივთიერებაზე და ჟანგბადის ≈ 85 ნივთიერება; აგრეთვე, მეტალოორგანული ნაერთები, წყალი, მინერალური მარილები, ელემენტები (50-ზე მეტი დასახელების), მექანიკური მინარევები და სხვ.).

ნავთობი წარმოიქმნება იმ უმცირესი მცენარეებისა და ცხოველების ნარჩენებისაგან, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ. ნავთობი როგორც წესი დიდ სიღრმეზე ფორმირდება და მის მოსაპოვოვებლად სპეციალური ტექნიკაა საჭირო.

ნავთობის აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია მაგნიტური დაზვერვა. დანალექი ქანები, როგორც წესი არამაგნიტურია, თუმცა მათი ქვედა ფენები დამაგნიტებულია. მაგნიტური ველის გაზომვა დანალექი ნავთობის ადგილსამყოფელისა და მისი სისქის გასაგებად არის საჭირო. გავრცელებულია დედამიწის დანალექ ფენებში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს. დღეს მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია საუდის არაბეთის სამეფო, რომელიც ნავთობის პროდუქციის 13%-ს უზრუნველყოფს. შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები ერთობლივად მსოფლიოს ნავთობის 31%-ს მოიპოვებენ. მათ მოსდევს რუსეთის ფედერაცია (12%), აშშ (9%), მექსიკის შეერთებული შტატები (5%), ჩინეთის სახალო რესპუბლიკა (4,5%), ვენესუელის რესპუბლიკა (4%) და კანადა (3,8%). წარმოება იცვლება მოთხოვნილების შესაბამისად. ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებლებია: აშშ, კანადა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ნორვეგიის სამეფო. 2015 წლისთვის საქართველოში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენდა 70,6 ათას ტონას, რომელიც ნაწილდება შემდეგ საბადოებზე: მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი, სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთი თაღი და თელეთი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები