არამიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამიდი − (ინგლ. aramid აბრევ. aromatic polyamide არომატული პილიამიდი; ბერძ. árōma სანელებელი, ტკბილი საკმაზი, ტკბილი სურნელი, სურნელოვანი ან ტკბილი ბალახი, polýs მრავალი და ammōniakós ამონი (ძველეგვიპტური ღვთაება), არომატული პოლიამიდის შემოკლებული დასახელება და წარმოადგენს სინთეზურ ბოჭკოს მაღალი მექანიკური და თერმული სიმტკიცით. ყველაზე მეტად არის გავრცელებული არამიდის პარა- და მეტაიზომერები – პარაამიდი (Kevlar, Twaron, Sulfron, Teijinconex, Technora) და მეტა-არამიდი (Nomex). არამიდისა და მისგან ნაწარმოები ძირითადი მასალების გამოყენების სფეროებია: სამოქალაქო მშენებლობა, ბაგირები და კაბელები, თერმოპლასტიკური მილები, ტექნიკური ქაღალდი, საავიაციო და კოსმოსური ტექნიკა, კოსტიუმები მეხანძრეებისათვის, თბოსაიზოლაციო მასალები, საბურავები, კონსტრუქციული პლასტიკები და სხვ. შეუცვლელი მასალაა ტყვიაგაუმტარი ჟილეტის დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები