ქაღალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაღალდი – (იტალ. bambagia ბამბა) თხელი ფურცლოვანი მასალა, რომელიც შედგება ძირითადად დაქუცმაცებული მცენარეული ბოჭკოებისაგან. ბოჭკოები უწესრიგოდაა განლაგებული და შეკრულია ერთმანეთთან ზედაპირული შეჭიდულობის ძალებით. საჭირო თვისებების მისანიჭებლად ქაღალდის მასაში ურევენ მინერალურ შემავსებლებს, შემკვრელ და სხვა ნივთიერებებს.

ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ. წ. I საუკუნეში გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისაგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ – ქსოვილსა და ბამბას. ევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდი დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა. ამჟამად ქაღალდი 600-ზე მეტი სახეობა იწარმოება.

ქაღალდი ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლებია: 1 მ2-ის წონა – 6-250 გ, სისქე – 40-400 მკმ, სითეთრე – 0-95%, ნაცრიანობა – 0-0,35%.

არსებობს ქაღალდის სახეობები: ალექსანდრიის, ანტიადჰეზიური, ანტიკოროზიული, დაარმირებული, ასლგადასაღები, ბიოციდური, დაბაკე-ლიტებული, დეკორატიული, დაგრუნტული, დატვიფრული, ელექტროსაიზოლაციო, ვატმანის, ვერდოლის, ზუმფარის, თერმორეაქტიული, ტიპოგრაფიული, კალანდირებული, კარტოგრაფიული, მკვრივი, მაღალხარისხიანი, მრავალშრიანი, ოფსეტური, საწერი, საბეჭდი, საგაზეთე, სააფიშე, საიზოლაციო, საკართოტეკე, სასიგარეტე, საშპალერე, სახაზავი, სახატავი, სახეხი, ფოტოგრაფიული, ტიპოგრაფიული, შესაფუთი, ცარცის, ცვილის, წყალშეუღწევადი, ხავერდოვანი, ჰიდროფილური, ჰიგიენური და სხვ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები