არგომაგგაგ ხუინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგომაგგაგ ხუინ-ი (ოს. Æргомæггаг хуын – „გამასპინძლება გამოჩენისათვის“) – დიდმარხვის პირველ დღეს სოფლის ახალდაქორწინებული მამაკაცების მიერ ნიხასზე მოწყობილი საერთო-სასოფლო ქუვდი (სუფრა), რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა ქმრებს პატიება ეთხოვათ ასაკოვანი მამაკაცებისათვის პატარძლის „დამალვის“ გამო (ოსური ტრადიციით, ახალრძალი დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში, განსაკუთრებით უფროსი მამაკაცების წრეში არ ჩნდებოდა). არგომაგგაგ ხუინი იყო, თუ შეიძლება ითქვას, ინიციაციის თავისებური ფორმა, რომლის გავლის შემდგომ მამაკაცი ხარისხობრივად ახალ მდგომარეობაში, ცოლიან მამაკაცთა კატეგორიაში გადადიოდა.



ლიტერატურა

  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование 2-е изд. М., 1971;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Газданова В. С. Традиционная осетинская свадьба: миф, ритуалы и символы. Владикавказ, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები