არდენების ოპერაცია 1944-45

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანული საბრძოლო ტექნიკა არდენების ოპერაციის დროს

არდენების ოპერაცია 1944-45 – დასავლეთის ფრონტზე, არდენების რაიონში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ბელგია), 1944 წლის 16 დეკემბერს გერმანიის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ ბელგიასა და ნიდერლანდში ინგლის-ამერიკის ძალების განადგურების მიზნით. გერმანელებმა 90 კმ-ით წაიწიეს წინ. დასავლელი მოკავშირეები, რომელთათვის ეს შეტევა მოულოდნელი იყო, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ფრონტის სხვა უბნებიდან ჯარებისა და ავიაციის დიდი ძალების გადმოსროლის შემდეგ მათ შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება. ამერიკელთა კონტრდარტყმით (დაიწყო 22 დეკემბერს) გერმანელების შეტევა შეჩერებულ იქნა. იანვრის ბოლოსათვის მოკავშირეებმა პირვანდელი მდგომარეობა აღადგინეს. არდენების ოპერაცია გერმანელთა უკანასკნელი სტრატეგიული შეტევა იყო II მსოფლიო ომში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები