არტიკულაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტიკულაცია - (ლათ. articulation – დანაწევრება; მკაფიოდ წარმოთქმა), ვანაწევრებ, დანაწევრებულად წარმოვთქვამ), სამეტყველო ორგანოების მოძრაობათა და მდგომარეობათა ერთობლიობა, რომელიც საჭიროა მოცემული ბგერის წარმოსათქმელად. სამეტყველო ბგერათა აღწერისა და ანალიზის დროს გარჩეულია:
1. ფილტვებიდან მომდინარე ჰაერნაკადის გადამუშავების მიხედვით არტიკულაციის რაგვარობა (ხშვა, ფრიკაცია, ფშვინვა…) და
2. არტიკულაციის ადგილი. სამეტყველო აპარატის ცალკეულ ნაწილებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბგერის წარმოთქმაში, უწოდებენ არტიკულატორებს. განსხვავებულია არტიკულატორების ორი სახე: აქტიური (მოძრავი – ბაგეები, ენა, ქვედა ყბა…) და პასიური (უძრავი – კბილები, ნუნები, სასა…). იზოლირებულად აღებული ნებისმიერი სამეტყველო ბგერის წარმოთქმაში გამოიყოფა სამი მომენტი: შემართვა (ექსკურსია), დაყოვნება, დამართვა (რეკურსია). მაგრამ გაბმული მეტყველების პროცესში არტიკულაციის შედეგად ამა თუ იმ ბგერის შემართვა ემთხვევა წინამავალი ბგერის დამართვას, ხოლო დამართვა – მომდევნო ბგერის შემართვას. ზოგჯერ წარმოთქმის პროცესში საწარმოთქმო მდგომარეობათა სწრაფი ცვლის შედეგად დაყოვნების მომენტიც შეიძლება გაქრეს. ამდენად, არტიკულაციური ფონეტიკის შესწავლის საგანია არა მხოლოდ მინიმალური ბგერითი კომპონენტები, არამედ მარცვლები და მეტყველების უფრო ვრცელი ერთეულებიც - წარმოთქმის (შემართვა-დამართვის) წესები ენათა მიხედვით განსხვავებულია.

არტიკულაცია მუსიკაში

მუსიკაში არტიკულაცია ბგერების შესრულების ხერხია სამუსიკო საკრავზე ან ხმით ბგერების გადაბმისა და დანაწევრების ხარისხი, არტიკულაცია მოიცავს ბგერის მიღების მრავალ ხერხს, მათ შორის ძირითადია: „ლეგატო“, „სტაკატო“, „ნონლეგატო“.

არტიკულაციას მიაკუთვნებენ აგრეთვე ერთი ბგერიდან მეორემდე დაცურების ხერხებს – „პორტამენტო“, „გლისანდო“. სწორი არტიკულაცია აუცილებელია მუსიკალური ტექსტის უშეცდომოდ გადმოცემისა და შესრულების მხატვრული გამომსახველობისათვის.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები