არქეტიპი (ტექსტოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეტიპი – (ბერძნ. archetipos – პირველადი მოდელი), ერთი და იგივე სიუჟეტის ურთიერთ ახლო მონათოესავე ტექსტების უძველესი წანამძღვარი, ამოსავალი ტექსტი.

ამირანის თქმულების კოლხური ვერსიის საფუძველზე გარკვეული კუთხეების ვარიახტები განვითარდა, მაგრამ თვითონ ამ ვერსიის სიტყვიერი სახე ამჟამად საძიებელია. სწორედ ის ტექსტი, რომელიც თავის დროზე მთლიან კოლხურ ვერსიას წარმოადგენდა და საფუძვლად დაედო იმერულ, გურულ, რაჭა-ლეჩხუმურ, სვანურ, მეგრულ, აფხაზურ ვარიანტებს და ერთი არქაული მთლიანი ტექსტის სახით ჩვენამდე არაა მოღწეული – ამირანის თქმულების კოლხური ვერსიის არქეტიპია. მრავალი ვარიანტის შემცველი სიუჟეტების არქეტიპები ყოველთვის საძიებელია, როგორც ზეპირსიტყვაობაში, ისე ხელნაწერ ფონდებში. ჩანაწერის ქრონოლოგიური სიძველე არ ნიშნავს, რომ მისი ტექსტი არქეტიპთან ახლო მდგომია. მოსალოდნელია ზეპირტრადიციამ ნაწარმოების უოფრო ძველი სიტყვიერი ქსოვილი შემოინახა, ვიდრე იმავე ნაწარმოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე შესრულებულმა ჩანაწერმა. კონკრეტულად ტექსტობრივი სიახლოვე თუ სიშორე დამოკიდებულია შემთხეევაზე – პირველ ფიქსატორს ჩაუვარდა თუ არა ხელში საძიებელი ძეგლის ყველაზე არქაული ტექსტი. იქნებ მას საქმე ჰქონდა მოდერნიზებულ და გადასხვაფერებულ ვარიანტთან! არქეტიპი მუდამ საძიებელია და მისი აღდგენა ყოგელთვის როდი მთავრდება წარმატებით.

მ. ჩიქოვანი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები