გეგეშიძე არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არჩილ გეგეშიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე – (Archil Gegeshidze), ქართველი დიპლომატი, 2013- 2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – აკრედიტებული ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და გრენადაში.

დაიბადა 9 დეკემბერი, 1956 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1973-1978 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით; მიიღო გეოგრაფის კვალიფიკაცია;
1978-1981 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურა; სამეცნიერო ხარისხი: 1985 – გეოგრაფიის დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1992 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1992-1994 – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ეროვნული უსაფრთხოების საგარეო-პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფის მრჩეველი;
1995-1996 – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში;
1996-2000 – სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი; საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
2000-2001 – სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) ფულბრაიტის სახელობის სტიპენდიანტი მკვლევარი;
2001-2013 – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი;
2016 – ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, სპარსულ და ფრანგულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: br /> ღირსების ორდენი (2003 წ.).

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები