ასათ მოქმედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასათ მოქმედი – (X ს.), ოქრომქანდაკებელი, ავტორი დავით კურაპალატისათვის შექმნილი საწინამძღვრო ჯვრისა (ზომა: 27.2 X 16.2 სმ). ჯვარი აღმოჩნდა 1898 წ. სოფელ ბრილში (ბრილის საწინამძღვრო ჯვარი). ადგილობრივმა მცხოვრებმა, პეპო ქართველიშვილმა, ჯვარი იპოვა თავისი ძვ. მარნის კედლის დაშლის დროს და ეკლესიას ჩააბარა. დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (ეროვნული მუზეუმი). ჯვრის წარწერაში დავით მეფის კურაპალატის ტიტულით მოხსენიების გამო ჯვარი ადვილად თარიღდება (979-1001). ცხადია, ასათ მოქმედი ამ დროის მოღვაწეა.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967
  • Чубинашвили Г.Н., Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15 B.

იხილე აგრეთვე

ასათ მოქმედი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები