ასთდას ვაიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასთდას ვაიჯი (ოს. Æстдæс уæйыджы – „თვრამეტი დევი“) – ოსური მითოლოგიის თვრამეტი ძმა-დევი, რეალურად ცხრამეტნი. მეცხრამეტე დევი კოჭლია და სახლიდან არ გადის; ცხოვრობენ ცისკიდურზე. როცა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა შექმნა, დევებს უთხრა: „არავის მიეცემა თქვენზე დიდი ძალა“. ასე მიიღეს მათ ღვთიური ლოცვა-კურთხევა. დევებს ოთხი და ჰყავთ. დევები მოძალადენი არიან, მათი დები კი – ჯადოქრები. უფროსი და შავი მთის შვიდთავიანი შავი დევის ცოლია, მომდევნო – თეთრი მთის თეთრი დევის, მესამე – წითელი მთის წითელი დევის, უმცროსი ასთანოღლიმ თავისი ძმისთვის – ყარაბოღლისთვის – მოიტაცა. ღმერთის დისშვილი არაბი ასთანოღლის ეუბნება: „მაშინაც კი, როცა გაიმარჯვებთ და დაამარცხებთ მათ ძმებს, დები ისეთ მთებში შეგიტყუებენ, რომ მთები კარებს ჩაკეტავენ და დაგატყვევებენ”. მაგრამ ასთანოღლიმ ძმებიც დაამარცხა და დებიც.


ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004;
  • Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები