ასკოსფერიომიკოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Askos.PNG
ასკოსფერიომიკოზი (ჩაკირული ბარტყი) - სამამლე ბარტყის, უფრო იშვიათად სამუშე ბარტყის დაავადებაა, მიმდინარეობს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცივი, ნესტიანი ამინდი.

აღმძვრელია ობის სოკო. ფუტკარს სოკოს სპორები ბუდეში შეაქვს ყვავილის მტვერთან და წყალთან ერთად.

დაავადების ნიშნები ახალგაზრდა ბარტყი და ჭუპრი მოგვაგონებენ ყვითელი ცარცის ნატეხებს. ფიჭის სამამლე ბარტყით დაკავებული ქვედა ნაწილი დაფარულია ობით. დიაგნოზს ადგენენ გარეგანი ნიშნებით.

ბრძოლის ღონისძიებები სკიდან იღებენ დაზიანებულ ბარტყსა და დაობებულ ჭეოს. ფუტკარს აძლევენ შაქრის სიროფს, ბუდეს ავიწროებენ და ათბუნებენ.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები