ატლანტისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატლანტისი(ბერძნ.) (ატლანტიდა). უზარმაზარი კუნძული, რომელიც ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ჩაიძირა ატლანტიდის ოკეანეში.

ერთადერთი ავტორი, რომელიც მას მოიხსენიებს, არის პლატონი („ტიმეოსი“, „კრიტიასი“.) მისი გადმოცემის თანახმად, კუნძულზე ბედნიერად ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მეტისმეტად გაამაყდნენ, ამის გამო კი ისინი დასაჯა ზევსმა. მათი კვალი გაქრა სამყაროში.

ატლანტისს ხშირად აიგივებდნენ „ნეტართა კუნძულთან“, რომელიც ბერძენთა რწმენით, მდებარეობდა ევროპის ჩრდილოეთით, ოკეანეში. მითიური ატლანტისის დაკავშირებას ცდილობდნენ ამერიკასთან, ჩრდილო აფრიკასთან და ა.შ. მაგრამ ამაოდ. კამათი იმის თაობაზე – ჭეშმარიტად არსებობდა თუ არა ატლანტისი – დაიწყო ანტიკურ ხანაში და დღემდე გრძელდება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები