აუტოტრენინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუტოტრენინგი - ფსიქოლოგიური მკურნალობის ეს ტექნიკა აღწერა შულცმა 1905 წელს. მას, კონტინენტურ ევროპაში, ძირითადად, ემოციური აშლილობით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომების სამკურნალოდ იყენებდნენ (Schultz, 1932). ამ დროს პაციენტები ასრულებენ ვარჯიშებს, რომელთა მეშვეობით ისინი სწავლობენ სიმძიმის, სითბოს ან სიგრილის შეგრძნების გამოწვევას სხეულის სხვადასხვა ნაწილში და სუნთქვის შენელებას. ამ ვარჯიშების რეგულარული შესრულება ცვლილებებს იწვევს ავტონომიური ნერვული სისტემის მუშაობაში და, ამით, ეხმარება ისეთ პაციენტებს, რომელთაც სტრესთან დაკავშირებული აშლილობისა და შფოთვითი აშლილობის დროს სომატური სიმპტომები აღენიშნებათ. არ არის ცნობილი, რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავდება ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში აუტოტრენინგით გამოწვული ცვლილებები მარტივი რელაქსაციით გამოწვეული ცვლილებებისაგან. არც ის არის ცნობილი, თუ რამდენად გააჩნია აუტოტრენინგს კონკრეტული თერაპიული ეფექტი.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები