აფაძი ქუვდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფაძი ქუვდ-ი (ოს. Афæдзы куывд – „წლიური დღეობა“) – საბავშვო ციკლის ოსური წეს-ჩვეულება – ლოცვა-ნადიმი, რომელსაც მამა ერთი წლის ვაჟის სახელზე აწყობდა. ქუვდზე იწვევდნენ ნათესავებს, მეზობლებს, ოჯახის ახლობლებს და სათანადო მსხვერპლშეწირვისა და ბავშვის დალოცვის შემდეგ (ბიჭს ცხოვრების მეგზურად მამაკაცთა ღვთაებას – ვასთირჯის უსურვებდნენ) მართავდნენ ვაჟის ერთგვარ „გამოცდას“ მისი სამომავლო მიდრეკილებების გამოსავლენად. საამისოდ ბავშვს წინ დაულაგებდნენ სხვადასხვა იარაღს – დაწყებული ცეცხლსასროლიდან დამთავრებული სამეურნეო ინვენტარით. საგანი, რომელსაც იუბილარი პირველად შეეხებოდა, ოსების რწმენით, მისი მომავალი საქმიანობის არჩევანზე მიუთითებდა. როგორც ჩანს, თავის დროზე აფაძი ქუვდი იმავე მნიშვნელობისა იყო, რაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავ-ხევსურეთში) მოქმედი „საწულესა“ და „მისამბარეოს“ ანუ ერთი წლის ბავშვის ხატში მიბარების და ხატის ყმად (ხატის წევრად) გახდომის წესი.


ლიტერატურა

  • Бесаева Т. З., Дзуцев Х. В. Этнография детства у осетин. Владикавказ, 1994;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები