აფრიკატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიკატიზაცია – ფონეტიკური პროცესი, რომლის დროსაც მარტივი თანხმოვანი აფრიკატად გადაიქცევა. ისტორიულად ქართველურ ენებში აფრიკატიზაცია ფართოდ გავრცელებული პროცესი ჩანს. აფრიკატიზაციის რამდენიმე გზა არის ცნობილი: თანხმოვანთა შერწყმა – თ + ს–ც (ათ+სამმეტი–ცამეტი); თ + შ–ჩ (ათ +შვიდმეტი–ჩვიდმეტი)…; წინაენისმიერ და უკანაენისმიერ ხშულთა აფრიკატიზაცია (მალატალიზაციის გზთ): დ–ძ (დევს – ძევს); თ–ც (თიკანი – ციკანი)… უკანაენისმიერ ხშულთა აფრიკატიზაცია ქართველურ ენათაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ლაზურში (მის ათინურ კილოკაეში). ისტორიულად აფრიკატიზაციის ინტენსიური კვალი ჩანს სვანურში: გ–ჯ (იგი – სვან. ეჯა), ქ–ჩ (ქეე – სვან. ჩუ), კ–ჭ (კაცი – სვან. ჭაშ)… უკანაენისმიერ ხშულთა აფრიკატიზაციის კვალი ჩანს ქართულშიც (ნახოკი–ნახოჭი და მისთ.); სპირანტთა აფრიკატიზაცია: აფრიკატდებიან წინაენისმიერი სპირანტები – ზ–ძ (ზროხა – ძროხა), ს–ც (სხენ – ცხენ), ჟ–ჯ (დიალექტი: ჟანგი > ჯანგი), შ–ჩ (დიალექტი: ხარშვა– ხარჩვა, წყალში – წყალჩი…), რ–ჯ მხოლოდ ზსანურშია დადასტურებული: (მხარი – ხუჯი. ყური-ყუჯი…).

ი. ქობალავა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები